Accessibility links

"ამომრჩეველთა ლიგას" წევრები შეემატნენ


საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა შეუერთდებიან. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა გუნცაძემ განუცხადა. ახალი წევრების წარდგენა დღეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში მოხდება, სადაც 18:00 საათზე "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება გია გაჩეჩილაძის ახალი კლიპიც. "ამომრჩეველთა ლიგა" გასულ თვეს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები მსახიობი ნანა შონია, ყოფილი პარლამენტარი კოკა გუნცაძე და იურისტი ლევან ჩიკვაიძე არიან.
XS
SM
MD
LG