Accessibility links

logo-print

პაკისტანში განაჩენი გამოუტანეს ოსამა ბინ-ლადენის ოჯახის წევრებს


პაკისტანში სასამართლომ 45-დღიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეუფარდა ოსამა ბინ-ლადენის ოჯახის წევრებს. განაჩენები დღეს გამოუტანეს ტერორისტულ ქსელ ალ ყაიდის ყოფილი ლიდერის სამ ქვრივსა და ორ ქალიშვილს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს პაკისტანის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლასა და ცხოვრებაში. ფულადი ჯარიმა ითვალისწინებს თითოეული მსჯავრდებულის მიერ 110 დოლარის შესატყვისი თანხის გადახდას. სასამართლომ მთავრობას დაავალა ქალების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება. ბინ ლადენის დაკავებული ცოლებიდან ორი საუდის არაბეთის მოქალაქეა, ერთი კი იემენელი. ისინი პაკისტანის ხელისუფლებამ დააკავა გასული წლის მაისში - მას შემდეგ, რაც ბინ ლადენი ამერიკელების სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ქალაქ აბოტაბადში.
XS
SM
MD
LG