Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 12 ადამიანი გადაურჩა ავიაკატასტროფას


რუსეთში ოფიციალური პირების განცხადებით, 12 ადამიანი გადაურჩა დასავლეთ ციმბირში ორშაბათს დილით მომხდარ ავიაკატასტროფას. ამ წყაროს ცნობით, კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, თვითმფრინავში მყოფი სულ 43 პირიდან. გადარჩენილები მძიმედ დაშავდნენ და საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ოფიციალური პირების ცნობით, ATR-72 ტიპის ორძრავიანი ტურბოპროპელერიანი, ფრანგულ-იტალიური წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აფრინდა მოსკოვის აღმოსავლეთით, 2100-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ტიუმენის აეროპორტიდან. ის ასრულებდა რეისს ქალაქ სურგუტის მიმართულებით. რუსეთის საგამოძიები კომიტეტის პრესმდივან ვლადიმირ მარკინის განცხადებით: „გამოძიება სრულიად გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას. ამავე დროს განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის პილოტებისა და სახმელეთო მომსახურების შეცდომები. მაგრამ ამჟმად მათ შორის პრიორიტეტულად არის მიჩნეული საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის ვერსია“ - განაცხადა მოსკოვში საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ტიუმენთან ორშაბათს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG