Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გმობს „სირიის მეგობართა“ კონფერენციას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „სირიის მეგობართა“ კონფერენციას, რომელიც სტამბულში გაიმართა. შეხვედრა, მოსკოვის შეფასებით, არ ემსახურება მიზნის მიღწევას - სირიაში ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირების მშვიდობიან მოგვარებას. არაბული და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა კვირას, „სირიის მეგობართა“ შეხვედრაზე სირიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად აღიარეს ოპოზიციური გაერთიანება „სირიის ეროვნული საბჭო“ და პირობა დადეს, რომ მილიონობით დოლარს და საკომუნიკაციო აღჭურვილობას მიაწვდიან სირიელ ოპოზიციონერებს. ამ გადაწყვეტილებების ფონია კრიტიკა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მისამართით, რომ ის არ ასრულებს გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის წინადადებას კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. ანანი დღეს წარდგება გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. რუსეთი სირიის ტრადიციული მოკავშირეა და იარაღით ამარაგებს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს.
XS
SM
MD
LG