Accessibility links

logo-print

თურქმენეთში აღნიშნავენ „ჯანმრთელობისა და ბედნიერების კვირეულს“


თურქმენეთში დაიწყო „ჯანმრთელობისა და ბედნიერების კვირეული“ - ოფიციალური ღონისძიება, რომელიც არის ნაწილი უფრო მასშტაბური ღონისძიებისა სახელწოდებით „ბედნიერების ერა“. მისი ჩატარების შესახებ ბოლოხანს გასცა განკარგულება პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, რომელიც თებერვალში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე. მას, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 97 პროცენტი ერგო. „ჯანდაცვისა და ბედნიერების კვირეული“ მოიცავს, მაგალითად, თეარტალურ წარმოდგენას სახელწოდებით „ბედნიერებით გასხივოსნებული ძალაუფლების ერა“. იუწყებიან ასევე, რომ ბერდიმუხამედოვმა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს დაავალა ფიზიკური ვარჯიშის გააქტიურება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG