Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნება”: ხელისუფლება შეიარაღებული ჯგუფების ფორმალურად დაკანონებას ცდილობს


პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” გამოეხმაურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის დასადასტურებლად ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერისგან მიღებულ მასალაში დასახელებული არც ერთი პირი არ დაკითხულა. 1 აპრილს გიგა ბოკერიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მიზეზად ის დაასახელა, რომ ”აშკარა სისულელეზე დროს ვერავინ დახარჯავს,” ამიტომ დოკუმენტის სერიოზულად განხილვა არ მომხდარა. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გადაცემულ მასალაში დასახელებული პირების 90% სამართალდამცავი უწყებების, ან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და ისინი არ შეიძლება უკანონო ფორმირებებს ქმნიდნენ. თავის მხრივ, კოალიცია ”ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების მზადებას, არა ირაკლი ალასანიას, არამედ ხელისუფლებას დაეკისრება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჯეროვნად ვერ შეაფასა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერისგან მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა და მისი საჯარო გავრცელების შემდეგ ცდილობს შეიარაღებული ჯგუფების ფორმალურად დაკანონებას.
XS
SM
MD
LG