Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტების საქმე


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმელების შეჭრისას დაზარალებული ჟურნალისტების საქმე. ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო.
”იმედის” 10 ყოფილი ჟურნალისტი ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას და ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას. მათი სარჩელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მოამზადა, სტრასბურგში 2010 წლის 15 აპრილს გაიგზავნა.
XS
SM
MD
LG