Accessibility links

logo-print

სამშაბათს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


სამშაბათს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, რის შემდეგაც ჩატარდება ერთობლივი პრესკონფერენცია. თავის მხრივ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე განიხილავენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატოსთან თანამშრომლობის საქმეში, ისაუბრებენ ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ სამიტზეც.
XS
SM
MD
LG