Accessibility links

logo-print

ნატო: სტრესია უცხოელ მოკავშირეებზე ავღანელი ჯარისკაცების თავდასხმების მთავარი მიზეზი


ნატოს განცხადებით, პირადი პრობლემები და ბრძოლით გამოწვეული სტრესი უფრო ხშირად არის უცხოელ მოკავშირეებზე ავღანელი ჯარისკაცების თავდასხმის მიზეზი, ვიდრე თალიბანის გავლენა. ნატოს პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა კარსტენ იაკობსონმა ჟურნალისტებს ქაბულში უთხრა, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ იარაღის მიმართვის შემთხვევების დიდ უმრავლესობას საფუძვლად უდევს ინდივიდუალური პრობლემები. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ უცხოელ სამხედროებს გაძლიერებული აქვთ უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი თავდასხმები, ავღანელი სამხედროების მიერ წელს 17 უცხოელი ჯარისკაცის დახოცვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG