Accessibility links

logo-print

კოფი ანანი: დამასკი დათანხმდა სამშვიდობო გეგმის ვადებს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის განცხადებით, დამასკი დათანხმდა მოთხოვნას, რომ 10 აპრილამდე დაიწყოს ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელება. გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას გაეროს მეთვალყურეობით, ქალაქებიდან ჯარისკაცებისა და მძიმე შეიარაღების გაყვანას, მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ორშაბათს ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგა მოხსენებით სირიის შესახებ და მას სთხოვა, მხარი დაუჭიროს დასახელებულ ვადას. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ სირიამ დაუყოვნებლივ შეასრულოს ანანის გეგმა, რუსეთი კი აცხადებს, რომ მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეუძლია ვადის განსაზღვრა. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ნათქვამი აქვს, რომ თანახმაა ანანის გეგმაზე, მაგრამ მთავრობის ჯარები მაინც აგრძელებენ ოპოზიციაზე თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG