Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკი 10 აპრილისთვის დასახლებული ადგილებიდან ჯარის გაყვანის პირობას დებს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენა, რომ დამასკი დათანხმდა მოთხოვნას 10 აპრილამდე დაასრულოს ჯარის და მძიმე შეიარაღების გაყვანა დასახლებული ადგილებიდან. ეს ზომა პირველი ნაბიჯია ანანის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმის სისრულეში მოყვანის პროცესში. ანანი ჯარის გაყვანის ფაქტის დადასტურებას თუ შესძლებს, ორივე მხარეს 48 საათი მიეცემა საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. ეს კი, თავის მხრივ, ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას გახდის შესაძლებელს. გაეროში აშშ-ის ელჩი, სიუზან რაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონს ამ პროცესის დაწყება უფრო ადრე სურს - და სირიის მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ჯარის გაყვანის პროცესი. რაისი, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს, სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, უერთგულებს თუ არა სირიის მთავრობა თავის დაპირებას. რაისი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავალობაში დამასკმა არაერთი დადებული პირობა დაარღვია.
XS
SM
MD
LG