Accessibility links

logo-print

აშშ თეირანისგან წინააღმდეგობრივ შეტყობინებებს იღებს


აშშ აცხადებს, რომ ირანისგან არ მიუღია საბოლოო დადასტურება იმის თაობაზე, თუ როდის და სად უნდა გაიმართოს მოლაპარაკება თეირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც კამათის საგნად არის ქცეული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა დღეს განაცხადა: „ჩვენთვის უბრალოდ საინტერესოა ის სხვადასხვა სიგნალი, რომლებსაც ირანისგან ვიღებთ იმის თაობაზე, არის თუ არა გარკვეული [ყველა დეტალი]“. შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის მოლაპარაკება სტამბოლში გაიმართება, 13-14 აპრილს. ორშაბათს კი რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ირგვლივ დეტალები დაზუსტების პროცესშია და შეხვედრა, შესაძლოა, 14 აპრილზე უფრო გვიან შედგეს.
XS
SM
MD
LG