Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს ახალი რეგიონული ბანკის შექმნას


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი მხარს უჭერს განვითარების ახალი ბანკის შექმნის იდეას, რომელიც ეკუთვნის BRICS-ის ჯგუფის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა). რეგიონული ბანკის შექმნის ინიციატივა გამოცხადდა გასულ კვირაში ინდოეთში გამართულ სამიტზე. ზელიკმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი, რომელიც სთავაზობს სესხებს განვითარებად ქვეყნებს, მზად უნდა იყოს ისეთ რეგიონულ ბანკებთან თანამშრომლობისთვის, როგორის შექმნაც BRICS-ის მიერ არის შემოთავაზებული. BRICS-ის წინადადებაა ხუთ ქვეყანას შორის ფინანსური ტრანსაქციები აშშ-ის დოლარისა და ევროს ნაცვლად მათსავე ვალუტებში მოხდეს. BRICS-ის ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 20% და მსოფლიო მოსახლეობის 40% მოდის.
XS
SM
MD
LG