Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში არასრულფასოვანი კვების გამო იღუპება ათასობით ბავშვი


მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტაჯიკეთში არასრულფასოვანი კვების გამო ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 7500-ზე მეტი ბავშვი იღუპება. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ საკვების უკმარისობა შუა აზიის ამ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში წაიკითხავთ, რომ ტაჯიკეთში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი ასაკთან შედარებით დაბალია, რაც არასრულფასოვანი კვების თანმდევი პრობლემაა. გასული კვირის ბოლოს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას ტაჯიკების არაჯანსაღი კვების ჩვევა გააკრიტიკა. რაჰმონის აზრით, ბევრი ტაჯიკი არაჯანსაღად იკვებება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა ნაკლებად მიიღონ ”მძიმე საკვები” და დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშით.
XS
SM
MD
LG