Accessibility links

logo-print

კალიფორნიაში ყოფილმა სტუდენტმა 7 კაცი მოკლა


აშშ-ის პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით 7 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ კალიფორნიის შტატის პატარა ქრისტიანულ უნივერსიტეტში ატეხილი სროლის შედეგად. ტრაგედია ოკლენდში მდებარე ოიკოს უნივერსიტეტში მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე შეიპყრო ალამედას მიდამოებში. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით სროლა აუდიტორიაში ყოფილმა სტუდენტმა ატეხა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, წარმოშობით არის კორეელი, ოკლენდში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG