Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბეჟაშვილი პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას ლიბერალურად მიიჩნევს


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე პარტიების სრული გამჭვირვალობისთვის ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით გაცილებით ლიბერალურად მიიჩნევს. "ჩვენ ვიქნებით კმაყოფილი და ბედნიერი, თუ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნაკლებ სამართალდარღვევას აღმოაჩენს და პოლიტიკური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს და არ სცადონ კანონისთვის გვერდის ავლა", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატა პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს არ განიხილავს ორი დაპირისპირებული ბანაკის ურთიერთობად და პარტიებთან ერთად ცდილობს გამჭვირვალე პოლიტიკური სისტემის შექმნას.
XS
SM
MD
LG