Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” ვახტანგ კომაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა


”ქართულ ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სერიოზული საფუძველი არ გააჩნია. ჟურნალისტმა ვახტანგ კომაიძემ, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრით სარგებლობს, Facebook-ით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ხელისუფლების მხრიდან ემუქრება, გაზეთ ”ალიას” კი განუცხადა, რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვს. თავის მხრივ, ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვახტანგ კომახიძე სერიოზულ მასალას ფლობს, რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს უნდა გაუგზავნოს და არა სოციალური ქსელით გაავრცელოს.
XS
SM
MD
LG