Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის სასამართლომ ბაბუცა გორდაძეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


მალაიზიის სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძეს, რომელიც 2010 წელს დააკავეს ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით. გასულ კვირაში მალაიზიის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმავე ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს. ნარკოტიკების უკანონოდ გადატანა მალაიზიის კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება, თუმცა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასჯელის შემსუბუქება მალაიზიურ მხარესთან ინტენსიური მუშაობით შეძლეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მალაიზიაში გაემგზავრა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ექსტრადიციის მიზნით მოლაპარაკებას გამართავს.
XS
SM
MD
LG