Accessibility links

იემენში 40 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


იემენის ხელისუფლების ინფორმაციით ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 40 მეამბოხე გაანადგურეს საავიაციო იერიშის დროს ქვეყნის სამხრეთში. სამხედრო უწყების თანახმად, სამდღიანი საავიაციო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად სამთავრობო ჯარებმა სამშაბათს კონტროლი დამაყარეს ლაჰჯის პროვინციის, მთიან ალ რაჰას რაიონზე. სამხედრო ოპერაცია მოჰყვა მეამბოხეთა მოულოდნელ იერიშებს პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზებზე. პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად ალ ყაიდის მებრძოლებმა იემენის სამხრეთში მოახერხეს პოზიციების გამყარება. თუმცა, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა აბდრაბი მანსურ ჰადიმ პირობა დადო, რომ ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლა მისი ხელისუფლების პრიორიტეტი გახდება.
XS
SM
MD
LG