Accessibility links

logo-print

მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აადვილებს პარტიების რეგისტრაციას


რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც აადვილებს პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას. კანონის მიღების პროცესი დღეს დასრულდა, მასზე პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ხელმოწერით. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ამ ნაბიჯს ვიტრინის დეკორაციად მიიჩნევს. ახალი კანონით, პარტიის დასარეგისტრირებლად საკმარისია 500 ადამიანის ხელმოწერა, ნაცვლად აქამდე აუცილებელი 40 000 ხელმოწერისა. ოპოზიციური მოძრაობა „პარნასი“, რომელმაც უარი თქვა, დასწრებოდა ხელმოწერის ცერემონიას, აცხადებს, რომ „არ გადადგმულა ნაბიჯი“ პოლიტიკური რეფორმისაკენ, რადგან "აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი პოლიტიკურ პარტიაში ხალხის გაერთიანების შესაზღუდად".
XS
SM
MD
LG