Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოკლა, სულ ცოტა, 10 ადამიანი


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციაში მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაღუპულებს შორის არის ოთხი პოლიციელი, დანარჩენი მსხვერპლი სამოქალაქო პირები იყვნენ. ზოგი წყარო იტყობინება, რომ დაიღუპნენ ნატოს ჯარისკაცებიც, მაგრამ ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. თავის მხრივ, ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი, უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ოთხშაბათს ორი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად. ნათელი არ არის, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს ორი ინციდენტი.
XS
SM
MD
LG