Accessibility links

logo-print

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ექვსი მეამბოხე


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტანში ექვსი მეამბოხე მოკლეს ბოლო დღეებში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. დაიღუპა სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილეც. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყველა მოკლული მეამბოხე იდენტიფიცირებულია - ექსტრემისტები შედიოდნენ „სერგოკალინსკის ბანდფორმირებაში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა თურქი დაქირავებული მებრძოლი, „შეიხი აბდუსალამი“. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ სამოქალაქო პირებზე და პოლიციელებზე მოწყობილ მთელ რიგ თავდასხმებში.
XS
SM
MD
LG