Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნების” იურისტები ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ


”ქართული ოცნების” იურისტები ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სწორედ იმ პირობებში ითვალისიწინებს, როცა პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უკანონობის დასტურად არჩილ კბილაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს დაუსახელა პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების წესს შეეხება. ადვოკატის თქმით, ამ ბრძანებულებას თან ერთვის განცხადების ფორმა, რომლის მე-11 პუნქტში არის ჩანაწერი: "ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანახმა ვარ, უარი განვაცხადო ამა და ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე." ეს ნიშნავს, რომ პირი, რომელიც პრეზიდენტს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს, იმ მომენტისთვის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეა - განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება.
XS
SM
MD
LG