Accessibility links

logo-print

ხუთ ეჭვმიტანილს ოფიციალურად წაუყენეს 11 სექტემბრის თავდასხმების დაგეგმვის ბრალდება


აშშ-მა 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების დაგეგმვაში ოფიციალურად წაუყენა ბრალი ალ-ყაიდის ექსტრემისტობაში 5 ეჭვმიტანილს. თავდასხმებს 3,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ხუთეულში შედიან თავდასხმების მთავარ დამგეგმავად მიჩნეული, პაკისტანელი ხალიდ შეიხ მუჰამედი, იემენელი ვალიდ ბინ ატაში და რამზი ბინალშიბჰი, პაკისტანელი ალი აბდ ალ-აზიზ ალი და მუსტაფა აჰმად ალ-ჰავსავი, საუდის არაბეთიდან. ხუთივე კუბაზე, შეერთებული შტატების კუთვნილ გუანტანამო ბეის საპატიმროში იმყოფება. მათი სამხედრო ტრიბუნალიც იქ უნდა გაიმართოს. პენტაგონის ინფორმაციით, მათ რამდენიმე ბრალდებას წაუყენებენ - მათ შორის ტერორიზმს, თვითმფრინავების გატაცებას, შეთქმულების მოწყობას, მკვლელობას და საკუთრების განადგურებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შესაძლოა სიკვდილით დასჯა შეეფარდოს.
XS
SM
MD
LG