Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენის ცენტრში თავი მოიკლა 77 წლის პენსიონერმა


ოთხშაბათს ათენში, სინტაგმას მოედანზე 77 წლის პენსიონერმა ფარმაცევტმა თავში ტყვია დაიხალა. თვითმკვლელობის ამ ფაქტმა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებია, მღელვარება გამოიწვია. რამდენიმე საათში ქუჩაში შეიკრიბა დაახლოებით 1500 ადამიანი. ისინი პარლამენტის შენობასთან ქვებსა და თვითნაკეთ საწვავიან ბომბებს ისროდნენ. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა შეკრებილები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ათენის პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელმა დატოვა წერილი, რომელშიც ის მთავრობის მიერ გატარებულ საბიუჯეტო ეკონომიის ზომებით გამოწვეულ სირთულეებს ასახელებს სიცოცხლის დასრულების მიზეზად. საბერძნეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოთქვეს წუხილი მომხდარის გამო და განაცხადეს, რომ არ უნდა მოხდეს თვითმკვლელობის ამ ფაქტის პოლიტიზება.
XS
SM
MD
LG