Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნოვაია გაზეტა” კორესპონდენტზე თავდასხმას არ უკავშირებს მის საქმიანობას


რუსეთის სააგენტოების ცნობით, ”ნოვაია გაზეტა” არ უკავშირებს ჟურნალისტ ელენა მილაშინაზე თავდასხმას მის საქმიანობას. ამასთან, ჟურნალისტის კოლეგებს აკვირვებთ პოლიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვერ პოულობენ მილაშინას მისგან ჩვენების მისაღებად. თანამშრომლების თქმით, მილაშინა სახლში იმყოფება. მანამდე მან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მას დახმარება არ აღმოუჩინეს. ხუთშაბათს, გამთენიისას მოსკოვის გარეუბანში უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს და გაძარცვეს ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ელენა მილაშინა და მისი მეგობარი გოგო. ისინი სამსახურიდან ბრუნდებოდნენ. მილაშინა აქვეყნებს მასალებს ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ.
XS
SM
MD
LG