Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: უახლოეს ხანში შეიქმნება ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ბლოკი "ივანიშვილი-ქართული ოცნება", რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თვით ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. ივანიშვილმა - ბიზნესმენმა და პოლიტიკურ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა - აღნიშნა აგრეთვე, რომ 21 აპრილს დაფუძნდება პარტია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და ამ პარტიის დაარსებიდან ცოტა ხანში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ბლოკიც. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიას აყალიბებს როგორც საქართველოს მოქალაქე.
XS
SM
MD
LG