Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი: პრეზიდენტი ვალდებული არ არის გაიზიაროს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა


ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამართლებრივ საფუძველს მოკლებული დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და პრეზიდენტი ვალდებული არ არის გაიზიაროს - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დღის ბოლომდე მიიღოს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ადვოკატის განმარტებით, თუ პრეზიდენტი არ დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნას, რჩება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების გზა, თუმცა სამ ინსტანციაში პროცესი შესაძლოა, 15 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, კბილაშვილის თქმით, სასამართლოში ჩივილი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. ადვოკატის განცხადებითვე, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ იქნება, ეს ხელს არ შეუშლის პოლიტიკურ აქტიურობაში და მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება.
XS
SM
MD
LG