Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ქმნის ოპოზიციურ ჯგუფს


რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ ქმნის დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც ოპონირებას გაუწევს კრემლს და ხელს შეუწყობს მთავრობის პოლიტიკის ალტერნატივის განვითარებას. 51 წლის კუდრინი ფინანსთა მინისტრი იყო 2000-დან 2011 წლამდე და ითლვებოდა ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ. კუდრინი შარშან გადადგა, ცნობების თანახმად, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან უთანხმოების გამო. კუდრინმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ აყალიბებს ჯგუფს, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და მოამზადებს პროექტს რუსეთის განვითარების „საუკეთესო ვარიანტების“ ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG