Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, სამი ადამიანი შეიწირა


პაკისტანიდან გავრცელებული ცნობებით, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება ავტომანქანასთან, რომელშიც პოლიციის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა. დაიღუპა, სულ ცოტა, სამი, დაიჭრა ხუთი ადამიანი. მაღალი რანგის პოლიციელი, რაო ანვარი, რომლის წინააღმდეგაც სავარაუდოდ იყო მიმართული ეს იერიში, არ დაშავებულა. მოგვიანებით მან სუნიტების შეიარაღებულ ჯგუფს დააკისრა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის მონაცემებით, მიმდინარე წელს კარაჩიში, სულ ცოტა, 300 ადამიანია დაღუპული ეთნიკურად, რელიგიურად და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად.
XS
SM
MD
LG