Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი ოპტიმისტურად აფასებს სირიაში ძალადობის შეწყვეტის პერსპექტივას


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი მოელის, რომ სირიის მთავრობა და ოპოზიცია 12 აპრილამდე დაზავდებიან, ანუ 48 საათში მას შემდეგ, რაც მთავრობის ჯარები, სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, გავლენ დასახლებებიდან. დამასკი ირწმუნება, რომ ჯარების გაყვანა დაწყებულია, მაგრამ მეორე მხრივ ვრცელდება ცნობები, რომ ძალადობა გრძელდება, ხორციელდება მაგალითად სოფლებში წმენდის ოპერაციები სირიის ჯარების მიერ. მატულობს სირიიდან ლტოლვილების რიცხვიც. ანკარის მონაცემებით, მარტო ბოლო დღე-ღამის მანძილზე თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა 1000-ზე მეტი პირი მეზობელი სირიიდან, რის შედეგადაც 21 000-ს მიაღწია თურქეთში მყოფი ლტოლვილების რიცხვმა. ბევრი თავს აფარებს იორდანიასაც. დამასკში მოელიან გაეროს დელეგაციას, რომელმაც უნდა განიხილოს სირიაში გაეროს 250-მდე მეთვალყურის შესაძლო განთავსების საკითხი.
XS
SM
MD
LG