Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს უშიშროების ძალების რვა წევრი


ავღანეთში უშიშროების ძალების, სულ ცოტა, რვა წევრი დაიღუპა პოლიციის პოსტზე თალიბების თავდასხმის შედეგად. იერიში მოეწყო დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში. ოფიციალური პირების ცნობით, მთავრობის მხარდაჭერით მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებაზე, რომელსაც უწოდებენ ავღანეთის ადგილობრივ პოლიციას, წუხელ მიიტანეს იერიში. თალიბანის პრესმდივანმა ყარი იუსეფ აჰმადიმ მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომ იერიში თალიბებმა მოაწყეს.
XS
SM
MD
LG