Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ატომური ელექტროსადგური დაიხურა ხანძრის გამო


საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის ავტომატურად დახურვა გამოიწვია ხანძარმა, რომელიც ერთ-ერთ რეაქტორზე გაჩნდა. მეხანძრეებს უწევდათ ხანძრის ორი კერის ჩაქრობა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში მდებარე პენლის ატომურ ელექტროსადგურზე. ჯერ არაფერია ცნობილი დაშავებულთა შესახებ. საწარმოს ოპერატორი კომპანიის განცხადებით, ინციდენტის გამო საფრთხე არ ემუქრება გარემოს ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG