Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში მეამბოხე ტუარეგებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს


მალიში მეამბოხე ტუარეგებმა აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ეს რეგიონია ქვეყნის ჩრდილოეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ გადავიდა. ”აზავადის გათავისუფლების ნაციონალური მოძრაობის” განცხადება ინტერნეტში, სეპარატისტების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მეამბოხეები აღნიშნავენ, რომ ”პატივს სცემენ სხვა სახელმწიფოების საზღვრებს”. ერთი დღით ადრე კი ტუარეგებმა გამოაცხადეს, რომ ცალმხრივად წყვეტდნენ ცეცხლს, აღნიშნეს რა, რომ ყველა მათი მიზანი მიღწეულია.
XS
SM
MD
LG