Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა იტალიის "ლეგა ნორდის" დამაარსებელი


იტალიაში გადადგომის შესახებ განაცხადა უმბერტო როსიმ - მემარჯვენე პარტია ”ჩრდილოეთის ლიგის” დამაარსებელმა და ლიდერმა, რომელიც ბოლო დრომდე სამთავრობო კოალიციაში შედიოდა. გადადგომის მიზეზი გახდა პარტიული სახსრების გაფლანგვა, რომელშიც ”ლიგის” ყოფილ ხაზინადარ ფრანჩესკო ბელსიტოს ადანაშაულებენ. ზოგიერთი მონაცემებით, გატაცებული ფულის ნაწილი ბოსის უძრავი ქონების რემონტს და მისი ოჯახის წევრების მგზავრობას ხმარდებოდა.
XS
SM
MD
LG