Accessibility links

logo-print

განჯაში სულ ერთი ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის შეტაკებაში


როგორც იტყობინებიან, აზერბაიჯანში სულ ცოტა ერთი ადამიანი იქნა მოკლული და რამდენიმე დაიჭრა უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის სროლის შედეგად. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში პარასკევს დილას რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი იყო გამაგრებული საცხოვრებელ სახლში, რომელიც უშიშროების ძალებმა ალყაში მოაქციეს. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს უშიშროების ძალებს, რამდენიმე საათიანი სროლის შემდეგ იქნენ დაპატიმრებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენელთა თანახმად, სროლისას მოკლულ იქნა ერთი პოლიციელი და უშიშროების ძალების ხუთი წარმომადგენელი დაიჭრა. ეროვნული უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა არიფ ბაბაევმა დაადასტურა, რომ უშიშროების ძალებმა ოპერაცია ჩაატარეს განჯაში, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG