Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გაძლიერებული რეჟიმი დაწესდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი ვალიევმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, 6 აპრილიდან ამოქმედდა გაძლიერებული რეჟიმი, რომელიც საგანგებო განკარგულებამდე შენარჩუნდება. სააგენტო „რესს“ მოჰყავს ვალიევის განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები მზად არიან არჩევნების დღეს ნებისმიერი უკანონო მოქმედება აღკვეთონ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 აპრილს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი.
XS
SM
MD
LG