Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მან ოფიციალურად მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მან თხოვნით მიმართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს, რათა ევროკავშირმა კვლავ დააფინანსოს მედიამონიტორინგის პროექტი. სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ დამკვირვებლები ქვეყანას ეწვიონ შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე, საერთაშორისო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
XS
SM
MD
LG