Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: ჩვენი მიზანია საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს


საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალურად მიმართა, საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ. თბილისში 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური წერილები უკვე გაგზავნა. მანჯგალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის, საქართველოს მთავრობას სურს ახლავე მოიწვიოს საერთაშორისო მეთვალყურეები საარჩევნო პროცესზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ”ჩვენი მიზანია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში”, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები სრულად უპასუხებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG