Accessibility links

logo-print

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირი


ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ხუშტურის შესრულებად" აფასებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არალოგიკური და ქვეყნის ინტერესებისთვის სახიფათოა. ხმალაძის განმარტებით, არ შეიძლება რაიმე ცვლილება მიმართული იყოს პირის, ან პირთა ჯგუფისთვის მსგავსი უფლების მისაცემად და ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირი.
XS
SM
MD
LG