Accessibility links

logo-print

„ნოვაია გაზეტა“ არ გამორიცხავს კავშირს ჟურნალისტზე თავდასხმასა და მის საქმიანობას შორის


მოსკოვში განთავსებული, დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ განცხადებით, გამორიცხული არ არის გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტზე თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. მიმდინარე კვირაში მოსკოვის შემოგარენში ჟურნალისტი ელენა მილაშინა და მისი მეგობარი სასტიკად სცემეს და გაძარცვეს. „ნოვაია გაზეტას“ პრესმდივანმა, ნადეჟდა პრუსნეკოვამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველ ეტაპზე რედაქტორები მილაშინაზე თავდასხმას არ უკავშირებდნენ მის პროფესიულ საქმიანობას - თუმცა მოგვიანებით ინციდენტის გარშემო დამატებითი შეკითხვები გაჩნდა. პრუსენკოვას განცხადებით, ძალიან უცნაურია, რომ მას შემდეგ, რაც ჩანთები წაართვეს, მძარცველებმა მილაშინას სასტიკად სცემეს. ჟურნალისტს თავის არეში სულ მცირე 14 დაზიანება აღენიშნება და კბილი აქვს ჩამტვრეული. ნიუ-იორკში განთავსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთს თავდასხმის „დაუყოვნებელი გამოძიებისკენ“ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG