Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს ადგილობრივი სამშვიდობო საბჭოს ლიდერი


ავღანეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ადგილობრივი სამშვიდობო საბჭოს ლიდერი, მაულავი მოჰამად ჰაშემ მუნიბი და მისი ვაჟიშვილი. აფეთქება მოეწყო ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში. პოლიციის ცნობით, პროვინციის უზენაესი სამშვიდობო საბჭოს ხელმძღვანელი შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა პარასკევის ლოცვის შემდეგ, როცა მათზე თავდასხმა მოეწყო. კუნარში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება, ძლიერი პოზიცია აქვს თალიბანს. უზენაესი სამშვიდობო საბჭოს ამოცანაა, სამშვიდობო მაგიდასთან მიიყვანოს თალიბანის მეომრები. ეროვნული სამშვიდობო საბჭოს ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდდინ რაბანი შარშან იქნა მოკლული, სავარაუდოდ, თალიბანის წევრი თავდამსხმელის მიერ.
XS
SM
MD
LG