Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ოპოზიციონერების ცნობით, ქვეყანაში ძალადობა გრძელდება


სირიაში ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, პარასკევს, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. ძალადობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღეღა რჩება საერთაშორისო ძალისხმევით შემუშავებული ზავის ამოქმედებამდე. აქტივისტების ინფორმაციით, სირიის ჯარებმა დაბომბეს რაიონები, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს და ტანკები და სნაიპერები გააგზავნეს დამასკის გარეუბნებში მეამბოხეებთან საბრძოლველად. შეტაკებებისა და ჭურვების აფეთქების შესახებ იუწყებიან სამხრეთში მდებარე დარაას პროვინციიდან, ჩრდილოეთში მდებარე იდლიბიდან და ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსიდან. ამასობაში, გაეროს დელეგაციამ დამასკში გამართა კონსულტაციები სირიაში მეთვალყურეების განთავსების საკითხზე. მათ დაევალებათ, შეამოწმონ, სრულდება თუ არა სამშვიდობო გეგმას, რომელიც 10 აპრილს უნდა ამოქმედდეს. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის ამ გეგმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ 10 აპრილს და ამით გზას გაუხსნან მოლაპარაკებებს ერთწლიანი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG