Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი სირიას გაეროს მოთხოვნების დარღვევებში ადანაშაულებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ჯარების განუწყვეტელი შეტევები ოპოზიციის დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ მყოფ ანდა მათ მომხრეებით დასახლებულ ქალაქებზე, არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს შეთანხმებას ჯარების გაყვანის შესახებ. ბან კი მუნის თანახმად, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადი დათანხმდა აღნიშნულ დოკუმენტს და პირობა დადო, რომ 10 აპრილამდე შეწყვეტს მძიმე იარაღის გამოყენებას. თუმცა, ამ პირობის შესრულება არ ჩაითვლება „სირიაში მიმდინარე მკვლელობის გამართლებად“ , - აცხადებს ბან კი მუნი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ხელისუფლება, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები.
XS
SM
MD
LG