Accessibility links

logo-print

აშშ-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავი სახლს შეეჯახა


სულ მცირე ექვსი ადამიანის ჰოსპიტალიზება მოჰყვა პარასკევს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი რეაქტიული თვითმფრინავის შეჯახებას ვირჯინიაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ერთ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, მეორეს კი სახურავი გადასძვრა. რეაქტიულ თვითმფრინავ ფ-18 ის ორივე პილოტმა კატაპულტირება შეჯახებამდე მოასწრო. თვითმხილველებმა ავარიამდე დაინახეს, რომ თვითმფრინავიდან ბენზინი იღვრებოდა. იმ ადგილის ახლოს ვირჯინიაში, სადაც თვითმფრინავი ჩავარდა, რამდენიმე სამხედრო ბაზა მდებარეობს, მათ შორის სამხედრო საზღვაო ძალების საავიაციო ნაწილიც. სავარაუდოდ პარასკევს ჩამოვარდნილი თვითმფრინავიც სწორედ აღნიშნულ ბაზას ეკუთვნოდა.
XS
SM
MD
LG