Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში სარაევოს ალყის მეოცე წლისთავი აღინიშნება


პარასკევს სარაევოში სხვადასხვა ღონისძიებით დაიწყო ბოსნიის ომის მეოცე წლისთავის აღნიშვნა. ბოსნიელ სერბთა არმიის მიერ სარაევოს ალყას, 1992-1995 წლებში მოჰყვა სისხლისმღვრელი ომი ბოსნიაში, რომლის შედეგად 100 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა. პარასკევს სარაევოს ცენტრალურ ქუჩაში დადგეს 11 541 წითელი სკამი, ზუსტად იმდენი, რამდენი ადამიანიც 44 თვიანი ალყის შედეგად დაიღუპა. სარაევოში მყოფი ჩვენი კოლეგა დეიზი სინდელარი იუწყება, რომ სარაევოში დაწყებული ომის მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პირველია, როდესაც სარაევოს მცხოვრებლები ერთად მიაგებენ პატივ ომის მსხვერპლს.
XS
SM
MD
LG