Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კალინინგრადში ს-400 ტიპის სარაკეტო სისტემის განლაგება დაიწყო


დამოუკიდებელ რუსულ გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, რუსეთის არმიამ კალინინგრადში ხმელეთი-ჰაერის ტიპის ახალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ტრიუმფ“ S-400-ის განლაგება დაიწყო. როგორც ბალტიის ფლოტიდან ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ აცნობა გაზეთს, აღნიშული სისტემა შესაძლო საავიაციო და სარაკეტო იერიშისაგან, რუსეთის დასავლეთის საზღვრების დაცვას უზრუნველყოფს. მანამდე, ბალტიის ფლოტის ვიცე-ადმირალმა ვიქტორ ჩირკოვმაც უთხრა „იზვესტიას“, რომ სარაკეტო სისტემის განლაგება აპრილის თვეში იგეგმებოდა. აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან არის პასუხი აშშ-ის გეგმაზე, რაც ევროპაში სარაკეტო ფარის შექმნას ითვალისწინებს. S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, გავრცელებული ინფორმაციით, ერთდროულად 71 რაკეტის გაშვებით 36 სამიზნის განადგურება შეუძლია.
XS
SM
MD
LG