Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის მდგრადობა საქართველოში რყევას განაგრძობს


მედიის მდგრადობის ინდექსით, საქართველო კავკასიის რეგიონში ბოლო ადგილზეა, - მედიის მდგრადობის ინდექსი ორგანიზაცია IREX-მა გამოითვალა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. საქართველომ რეიტინგში 1,88 ქულა დააგროვა და 0,01 ქულით ჩამორჩა აზერბაიჯანს. კვლევით, რომელიც 2012 წელს მოიცავს, კავკასიაში მდგრადობის ინდექსით სომხეთი ლიდერობს, რომელსაც 2,01 ქულა აქვს. მედიის მდგრადობას IREX 5 კრიტერიუმით ითვლის: სიტყვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი ნორმები; ჟურნალისტების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხი; ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად ინფორმაციის მრავალფეროვანი წყარო; კარგი მედიამენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა; მედიის დამოუკიდებლობის პროფესიული ინტერესის დამხმარე ინსტიტუტების ფუნქციონირება.
XS
SM
MD
LG