Accessibility links

თბილისის ცენტრში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა


თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის 23 ნომერში დღეს დილით ხანძარი მოხდა, რასაც ორი ადამიანის - ცოლ-ქმრის - სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი 11 წლის შვილის გადარჩენა მოხერხდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 5 ადამიანია, ზარალი კი 25 ოჯახს მიადგა. ხანძრის მიზეზად ამ ეტაპზე ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას ასახელებენ. გავრცელებული ცნობებით, ხანძარი სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა და შემდეგ მოედო სახლს.
XS
SM
MD
LG