Accessibility links

logo-print

რომის პაპი მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს


მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით მომლოცველს ტრადიციული სააღდგომო სიტყვით მიმართა. გამოსვლაში პაპმა სირიის მთავრობას მოუწოდა დაასრულოს სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადის გრძელდება. პაპმა ასევე ისაუბრა ვითარების გაუარესებაზე ნიგერიასა და მალიში. ბენედიქტე მეთექვსმეტემ ახლო აღმოსავლეთს და ამ რეგიონში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჯგუფს მოუწოდა ერთად იმუშაონ საერთო სიკეთისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გასაძლიერებლად.
XS
SM
MD
LG